saqarTvelos mwvervalebi - yilxoxi

 

ყილხოხი - კლდოვანი მწვერვალი მაღრან-დვალეთის კავკასიონის მთავარ ქედის სამხრეთ ტოტზე, მდინარე ზეკარისწყლისა და თხელას წყალგამყოფზე, მწვერვალ ბრუტსაბძელის დასავლეთით. სიმაღლე ზღვის დონიდან 3300 მ. აგებულია ზედაიურული ფიქლებით. დამახასიათებელია კლდოვანი და ალპური მდელოების ლანდშაფტი.